|
2019-10-08 16:25:53, 1740 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების დოკუმენტი შეიმუშავა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა - ოთარ კახიძემ და გიგა ბოკერიამ პარტიის მიერ შემუშავებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების კრიტერიუმები და ქულათა სისტემა წარადგინეს. „ევროპული საქართველო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს აფასებს სამი კრიტერიუმის საფუძველზე: კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება და ზოგადი განათლება/ფასეულობები. ზემოთ აღნიშნული შეფასების ქულათა სისტემა კი გულისხმობს თითოეული კანდიდატის 10-ქულიანი სისტემით შეფასებას შემდეგნაირად: ა) 1-3 ქულა - ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს; ბ) 4-6 ქულა - აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს; გ) 7-10 ქულა - აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს. ოთარ კახიძის თქმით, აღნიშნული შეფასების სისტემა მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას თითოეული კანდიდატის შესახებ. „ყოველი კვირის ბოლოს ვგეგმავთ, რომ საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენს მიერ გაკეთებული შეფასებები. ამ შემთხვევაში ხუთი კანდიდატი შევაფასეთ. ვერც ერთმა მათგანმა ვერ დააკმაყოფილა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის აუციელებელი კრიტერიუმები. ჩვენს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია გვინდა, რომ ტრადიციად იქცეს. მოვუწოდებთ პარლამენტარებს, რომ შეფასებები გაკეთდეს და საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს. სხვა კანდიდატებმაც იცოდნენ, რომ ისინი არამხოლოდ ფორმალურ გასაუბრებას და კითხვა-პასუხს გაივლიან, არამედ შეფასდებიან“, - განაცხადა ოთარ კახიძემ. მისივე თქმით, წარმოდგენილი ხუთი კანდიდატიდან, რომელთა შორისაც არიან: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მირანდა ერემაძე და მამუკა ვასაძე, ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო შოთა გეწაძემ. „ევროპული საქართველო" მიიჩნევს, რომ ის მოსამართლეობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, თუმცა ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს. ყველაზე დაბალი ქულით კი კანდიდატი მამუკა ვასაძე შეფასდა. პარტიის ინფორმაციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეული კანდიდატის ქულათა სისტემით შეფასებისას გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების წარდგინებისათვის დართული მასალები, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ წარმოდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა ინდივიდუალური პორტფოლიოები და პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში კანდიდატების საჯარო მოსმენები.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)