|
2019-10-08 13:12:47, 2622 ნახვა
სამართალი
ანა დოლიძე სააპელაციო სასამართლოს ვადების დარღვევაში ადანაშაულებს
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე სააპელაციო სასამართლოს ვადების დარღვევაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ მან სასამართლო სისტემის შეფასებისას განაცხადა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, მის მიერ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე ამ დრომდე სხდომა არ დანიშნულა. "მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა სრულიად უსამართლოდ დამაბრალა რუსეთის აგენტობა რის გამოც, მე სასამართლოს მეშვეობით მას პასუხი მოვთხოვე. თითქმის ერთი წელია, რაც სააპელაციო სასამართლოში დევს ჩემი საქმე და სააპელაციო სასამართლოდან გადაწყვეტილება ვერ მივიღე, რაც ჩვენი ყველა საკანონმდებლო ნორმის დარღვევაა. საპროცესო კანონმდებლობით, სასამართლოს აქვს 5-თვიანი ვადა და ამ დროის განმავლობაში უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ყველა ვადა დაარღვია. "კლანს" უნდა უზენაესი სასამართლო თავისი ხალხით დააკომპლექტოს“- განაცხადა ანა დოლიძემ. ცნობისთვის, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ საბჭოს წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი გასული წლის 13 ნოემბერს შეიტანა, თუმცა ამ დრომდე სასამართლო სხდომა არ დანიშნულა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)