03:12 - 05 Nov, 2026
|
2019-10-08 12:54:00, 2889 ნახვა
სამართალი
გენინსპექციამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე პოლიციელი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ჰ.მ. დააკავა. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. 7 ოქტომბერს, ჰ.მ.-ს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა საპატიმრო გირაო. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)