|
2019-10-08 11:58:32, 2166 ნახვა
სამართალი
ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაამზადეს და 120 000 ლარის გადახდის პირობით, გაასაღეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომელთა მიხედვით, თითქოსდა ერთ-ერთმა კომპანიამ მეორე მეწარმე სუბიექტს მიაწოდა 298 680 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)