|
2019-10-07 21:39:08, 1366 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის სამინისტროდან ათეულობით თანამშრომელი გაუშვეს
ჯანდაცვის სამინისტროდან ათეულობით თანამშრომელი გაუშვეს, ხალხი, რომელზედაც იდგა სამინისტრო წლების განმავლობაში. - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. "იმის გამო, რომ ყველაზე მეტი შეხება აქვს მოქალაქესთან, ბუნებრივია, უკმაყოფილებაც ყველაზე მეტი ამ სამინისტროზე მოდის. ვიდრე მივიდოდი, უფრო ძვირი მესმოდა სამინისტროზე, ვიდრე კარგი. მახსოვს, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ჯანდაცვის სამინისტროს საშუალო რგოლის პროფესიონალიზმითა და კვალიფიკაციით. როგორ გამოიყენებ ამ ადამიანებს, ეს პოლიტიკური ხელმძღვანელობის უნარიანობის საკითხია. მე მგონი, უზარმაზარი "ინსტიტუციური მეხსიერების" ასე ხელაღებით წაშლა ძალიან სარისკო ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, სამინისტროდან გათავისუფლებული ადამიანები თავის გზას იპოვნიან, მაგრამ კვალიფიციური კადრი ერთ დღეში არ იბადება. მადლობა ყველას, ვინც წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურა თავის საქმეს და ახლა, სავარაუდოდ, მადლობის უთქმელად გაუშვეს სახლში. - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი. ამასთან, "ევროპული საქართველო" ბიურიკრატიის შეკვეცის მომხრეა, მაგრამ როგორც ჭიაბერაშვილი ამბობს სახელმწოფო აპარატში "შეყრილი" "ქართული ოცნების" აქტივის შეკვეცისა და არა იმ ადამიანების სამსახურიდან გაშვების, ვისზედაც დგას სახელმწიფო პროგრამების მართვა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)