03:23 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 17:40:57, 1486 ნახვა

პოლიტიკა
ჭიჭინაძე: ყველა, ვინც აპირებს მორიგი ზარდიაშვილი იყოს, „ოცნებიდან“ გასაშვებია

"ყველა, ვინც აპირებს მორიგი ზარდიაშვილი იყოს, „ოცნებიდან“ გასაშვებია.- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზარდიაშვილის გაშვებით, „ქართული ოცნება“  შესაძლოა მეტად მისაღები გახდეს მოსახლეობისთვის.

„ზარდიაშვილის გაშვებით „ ქართული ოცნება“  შესაძლოა მეტად მისაღები გახდეს მოსახლეობისთვის. ზარდიაშვილისნაირ დაუკვირვებელ, ნეგატიურ ადამიანს არაფერი ესაქმება იქ, სადაც წყდება ქვეყნის და მოსახლეობის ბედი“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, „ოცნებისთვის“ რთული იქნება პარტიისადმი მოსახლეობის კეთილი განწყობის ამაღლება იმ შეცდომების ფონზე, რომლებიც დღემდე დაუგროვდა.

„საბოლოოდ, ზარდაშვილი და მისი მიმდევრები, რომლებიც ცოტანი ნამდვილად არ არიან, აუცილებლად უნდა იქნან გაშვებულნი, რომ მორიგი  სირცხვილი და უპატივცემლობა „ქართულმა ოცნებამ“ დროულად აირიდოს თავიდან“, - დასძინა ჭიჭინაძემ. 

ანა ლატარია

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics