|
2019-10-07 13:35:25, 2244 ნახვა
სამართალი
სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისთვის დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებიათ
სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი თამთა თოდაძე პროკურატურისგან დროულ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს. თოდაძემ იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიმართ მკაცრი იქნება. მისივე თქმით, დაწყებული გამოძიების ფარგლებში მას დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიენიჭა. “ჩემი მთავარი მოთხოვნა არის რომ კანონის სრული დაცვით მოხდეს ნივთმტკიცებების ამოღებაც, ყველაფერი ისე მოხდეს, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმოს. რადგანაც ამ დრომდე არ მოხდა ჩემი დაზარალებულად ცნობა, საგამოძიებო უწყებამ, პროკურატურამ უფრო მეტად დამანახოს ის, რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს საქმე მაქსიმალურად იქნება გამოძიებული. სავარაუდო ბრალდებულის მხრიდან გამოითქვა იმის სურვილი, რომ ამ საქმის სხვებისათვის გაგება არ მომხდარიყო და ჩუმად მომხდარიყო მიჩქმალვა," - აღნიშნა თოდაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)