02:41 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 17:52:57, 347 ნახვა

ზურაბ აბაშიძე ირწმუნება, რომ კარასინთან შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხი არ განხილულა

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ირწმუნება, რომ კარასინთან დღევანდელ შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხი არ განუხილავთ.
"ჩვენ ამ საკითხს ამ ფორმატში არ განვიხილავთ, რადგან მათი მიდგომა აბსოლუტურად მიუღებელია. მათი პოზიცია ასეთია- თქვენ თუ გაინტერესებთ, ქართულ მხარეს თუ აინტერესებს, განიხილეთ ეს აფხაზებთან, განიხილეთ ეს სხვა მეზობლებთან. ჩვენი პასუხია, ეს არ გვაინტერესებს",-აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. 
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ  პრაღის მოლაპარაკების ფორმატში აფხაზეთის  გავლით რკინიგზის  აღდგენის საკითხიც განიხილეს.
მისივე თქმით, ქართულ მხარესთან შედგა შეთანხმება, რომ ასეთი ტიპის საკითხის განხილვა შესაძლებელია ჰიპოტეტურად, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება აფხაზეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობამ პირდაპირი კონტაქტის შედეგად უნდა მიიღოს.
"ჩვენ ყველა საკითხი განვიხილეთ, მათ შორის რკინიგზის თემაც.შევთანხმდით, რომ ასეთი ტიპის საკითხის განხილვა შესაძლებელია ჰიპოტეტურად, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს აფხაზეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობამ პირდაპირი კონტაქტის შედეგად",-განაცხადა გრიგორი კარასინმა.
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
კონსულტაციები ამჯერად გაფართოებული შემადგენლობით შედგა. როგორც აღინიშნა,  ქართულმა მხარემ სოფელ ორჭოსანსა და ხურვალეთში ე.წ საზღვრის გადმოწევის საკითხი მწვავედ დააყენა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics