|
2019-10-07 11:22:55, 1229 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: ოკუპირებულ რეგიონებში დაძაბული სიტუაცია შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ ვითარებაში - აუცილებელია დეესკალაცია
"ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაძაბული სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში და აუცილებელია დეესკალაცია და გამოსავლის მოძებნა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანია საქართველოს მხარდამჭერას გააგრძელებს. "ჩვენ ვისაუბრეთ პირველ რიგში, კონფლიქტურ სიტუაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იმ აუცილებლობაზე, რასაც მე ვუხსენებ ყოველთვის ჩვენ პარტნიორებს, რომ აუცილებელია ის, რომ სხვა კონფლიქტთან ერთად, კერძოდ უკრაინის კონფლიქტთან ერთად, საქართველო არ იყოს მივიწყებული, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, ამ ზაფხულს საკმაოდ დაძაბული სიტუაცია, შეიძლება ნებისმიერ დროს, გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში და აუცილებელია დეესკალაცია ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, რაიმე გამოსავლის ძებნა. ერთ-ერთი მიმართულება, არის ჯერ ერთი, გაძლიერება მოლაპარკებების იმ ფორმატში, რაც არსებობს, მაგრამ ასევე სხვა ფორმატებში, სადაც შეიძლება იყოს განხილულია სხვა კონფლიქტებიც. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ჩვენი პოზიციები სექტორალურ ინტეგრაციასთან მიმართებაში და ის მიმართულება, რომ საქართველო გახდეს პრაქტიკულ ჭრილში გაწევრიანდეს ყველა იმ პროგრამაში, რომელიც შეგვიყვანს ფაქტობრივად ევროკავშირში, სანამ მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამ მიმართულებაშიც გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ გერმანია არის და იქნება ჩვენს გვერდით. განვიხილეთ ასევე ის საკითხები, რომელიც ორივესთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის რეგიონალური თანამშრომლობა", - განაცხადა ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრაზე მიგრაციის თემაც განიხილეს. „ეს ტალღა ვერ შენელდა, თუმცა ახლა მიღებული არის კონკრეტული ზომები და თანამშრომლობა, ეს იქნება ფრონტექსთან თუ ინდივიდუალურ ქვეყნებთან და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გადავა იმ მეორე ასპექტში, რომელსაც ჰქვია ცირკულარი მიგრაცია, ანუ დროებითი მიგრაცია, რომელიც ამავე დროს, ხელს უწყობს პროფესიონალურ კვალიფიკაციას და ეს არის ერთ-ერთი ცივილიზებული გზა, რომ შევცვალოთ ის მიგრაციული ტალღა, აქტიურ დროებით ტალღად, რომელიც მერე დაუბრუნდება ქვეყანას თავისი გამოციდლებით“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)