|
2019-10-07 11:15:49, 1305 ნახვა
პოლიტიკა
შტაინმაიერი: გერმანია საქართველოს აქტიური მხარამჭერია ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ოფიციალური ბერლინი საქართველოს ერთ-ერთი უცვლელი პარტნიორი და მხარდამჭერია. როგორც შტაინმაიერმა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირიში გაწევრიანებას. "ძალიან მიხარია, რომ გერმანიის პრეზიდენტის რანგში ჩამოვედი საქართველოსი. დამოუკიდებლობის გზა ეს არის ურყევი ნება ქართველი ხალხისა შექმნას დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფო. გერმანია ამას არა მხოლოდ თვალს ადევნებდა, არამედ იყო აქტიური მხარამჭერი ამ გზაზე. ის რაც ჩვენმა ორმა ქვეყანამ განვლო უკანასკნელი წლების განმავლობაში, ინტენსიური თანამშრომლობის მხრივ, ეს არის სამაგალითო. გამოცდილების ინტენსიური გაცვლა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა და ცოდნის გაცვლა. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობების წელი ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. ამას მინდა ხაზი გავუსვა, იმიტომ, რომ პირველად გამოჩნდა ქართულ-გერმანული ურთიერთობების მთელი სიმდიდრე. გერმანული გაზეთები და ჟურნალები ინტენსიურად წერენ საქართველოს ლიტერატურსა და კულტურაზე, ასევე საქართველოში მოგზაურობაზე. საქართველო გერმანელი ტურისტებისთვის არის ძალიან მიმზიდდველი და დარწმუნებული ვარ, რომ ტურისტების რაოდენობა მომავალ წელს უფრო გაიზრდება. ორივე ქვეყანას ბევრი რამ აერთიანებს. საქართველო არის ეკონომიკური რეფორმების ლიდერი და ჩვენთვის ეს სამაგალითოა. საქართველო არის ძალიან მიმზიდველი ქვეყანა გერმანელი ინვესტორებისთვის. გერმანია არის ერთ-ერთი აქტიური მხარამჭერი საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან საამაყოდ ინტენსიური თანამშრომლობა. საქართველოს არ ჰყავს ხელსაყრელი სამეზობლო და გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. ხვალ მივემგზავრები ე.წ. საზღვართან. ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი. გერმანიაში გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველო ძალიან მყარად ავითარებს დემოკრატიის პრინციპებს. საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, განახორციელა შიდა რეფორმები, ორიენტირებულია ევროპაზე და მერწმუნეთ გერმანია ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს შემდგომი რეფორმების კონტექსტში", - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)