03:23 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-05 14:09:42, 3185 ნახვა

პოლიტიკა
დედაქალაქის მერი ხარკოვის დელეგაციას, ბიშკეკისა და ერევნის მერებს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბიშკეკის მერს, აზიზ სურაკმატოვს, ერევნის მერს, აიკ მარუთიანს და ხარკოვის დელეგაციას შეხვდა. 

სტუმრებმა მერს "თბილისობის" დღესასწაული მიულოცეს და თავიანთ დედაქალაქებში მიიწვიეს. თავის მხრივ, დედაქალაქის მერმა კოლეგები "თბილისობის" დღესასწაულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე დაპატიჟა. 

„წელს საკმაოდ მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი თბილისის სხვადასხვა რაიონში. ეპიცენტრი კი ტრადიციულად ძველი თბილისი - რიყე, ლეღვთახევი, ევროპის და ორბელიანის მოედნებია. პროგრამა ყველა თაობის ადამიანისთვის, მათ შორის თბილისის სტუმრებისთვისაც არის გათვალისწინებული და ძალიან კარგად აცნობს მათ თბილისურ ტრადიციებს“,- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. 

შეხვედრებზე საუბარი თბილისსა და აღნიშნულ ქალაქებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას, წარმატებული გამოცდილების გაზიარებასა და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას შეეხო. ასევე, განიხილეს სატრანსპორტო სფეროში არსებული გამოწვევები.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics