|
2019-10-05 10:36:15, 3138 ნახვა
სამართალი
შს მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი ჩაატარა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც სამინისტროს აჭარის რეგიონის დანაყოფებისა და პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ვახტანგ გომელაურმა, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ შესაბამისი დავალებები მისცა. შეხვედრაზე მინისტრმა უწყებაში სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა. ვახტანგ გომელაურმა რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებს პირადად გააცნო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც 2020 წლის 1-ლი ივლისიდან სამინისტროს ყველა თანამშრომელს ანაზღაურება 125 ლარით გაეზრდება. მინისტრმა დანაყოფების წარმომადგენლებს სოციალური პირობების გაუმჯობესების პროექტების ფარგლებში მიმდინარე შეღავათიანი ბინათმშენებლობის პროცესის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. პროექტის ფარგლებში, ბათუმში ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება, რომლებიც სამინისტროს 88 თანამშრომლის ოჯახზეა გათვლილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)