00:11 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-04 17:07:08, 1626 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია: ონკოლოგიურ საავადმყოფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სტანდარტის ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა

„ჩვენი სტრატეგიული ხედვაა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ონკოლოგიურ საავადმყოფოს ჰქონდეს შესაბამისი სტანდარტის ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა. სახელმწიფოს ინტერესია, რომ შეიქმნას და ჩამოყალიბდეს სახელმწიფოს საკუთრებაში სანიმუშო კლინიკები, რაც იქნება სამაგალითო და შექმნის კონკურენტულ გარემოს სამედიცინო ბაზარზე. ჩვენი მიზანია, სახელმწიფო სექტორის გაძლიერება.“ - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააკეთა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმ ნაბიჯებზე, რომელიც იქნება ოპტიმალური სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს სერვისების გაუმჯობესება.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის ანაზღაურების საკითხს, როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა,  ის დადგენილი ვადა, რომელიც ეკისრება სოციალური მომსახურების სააგენტოს კლინიკების  ანაზღაურებასთან დაკავშირებით, არ დარღვეულა და თანხების გადარიცხვა ხორციელდება კანონით განსაზღვრული ვადების დაცვით.

„ონკოლოგიური საავადმყოფო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ხელშეკრულების ფარგლებში მუშაობს  და საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით აწვდის სერვისებს. ის დადგენილი ვადა, რომელიც ეკისრება სოციალური მომსახურების სააგენტოს კლინიკების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, არ დარღვეულა. მათი დაფინანსება ხორციელდება კანონით განსაზღვრული ვადების დაცვით.“ 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო არცერთი სამედიცინო დაწესებულების მიკრომენეჯმენტში არ ერევა და მუშაობს იმ კუთხით, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კლინიკები შეინარჩუნოს და გააძლიერეოს.

„ქვეყანაში არის 300-მდე სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის, კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კლინიკები. სამინისტო არცერთი ამ დაწესებულების მიკრომენეჯმენტში არ ერევა.  ჩვენთვის ცნობილია, რომ ონკოლოგიური საავადმყოფოს დატვირთვა არის დაბალი, უტილაზიცია 30%-ს არ აღემატება, აქ იკვეთება ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების განვითარების საჭიროება. სამინისტრო მუშაობს იმ კუთხით, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს  და გააძლიეროს მის საკუთრებაში არსებული საავადმყოფოები“,  -  განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics