00:11 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 16:39:57, 2003 ნახვა

საზოგადოება
„ვგმობ ქალის მიმართ დამაკნინებელ კომენტარებს“ - ზურაბიშსვილი ხაზარაძის სექსისტურ განცხადებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის სექსისტურ განცხადებას ეხმაურება. 

პრეზიდენტმა განცხადება დაგმო და აღნიშნა, რომ მისთვის ქალის როლის დამაკნინებელი განცხადებები მიუღებელია. 

"ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და მგონი ასევე ქართული საზოგადოებისთვის, დღეს ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის მიერ გაკეთებული შეფასება ქალი პოლიტიკოსის მისამართით. ქალის მიმართ დამამცირებელი და დამაკნინებელი კომენტარები მთელ მსოფლიოში დასჯადი ხდება და მითუმეტეს მიუღებელია ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის. მსგავსი კომენტარი იქნება, თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მუდმივი ტირაჟირება, ან კიდევ შეურაცხყოფის მიყენების სხვადასხვა ფორმა, რეალურად ჩვენ საზოგადოებას ამცირებს და არ გვეკადრება. ვისურვებდი, რომ ამ საარჩევნო პერიოდის დასაწყისში ყველა ვთანხმდებოდეთ მინიმალური ეთიკის ნორმებზე, სიძულვილის და შეურაცხყოფის ენისგან თავშეკავებაზე", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 

ცნობისთვის, დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის მინისნიტრის მაია ცქიტიშვილის მისამართით სექსისტური განცხადება გააკეთა. კერძოდ, ხაზარაძემ განაცხადა: შეიძლება მაია ცხიქიტშვილი კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics