|
2015-07-15 14:48:44, 658 ნახვა
საზოგადოება
სულხან სულაძე: პროკურატურისგან არ მიგვიღია ინფორმაცია, საყდრისის აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო თუ არა
არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ახალი კვლევა „საყდრისი–ყაჩაღიანი – ნგრევა კანონის სახელით“ წარადგინა. როგორც საიას იურისტმა სულხან სულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საყდრისი–ყაჩაღიანის ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა დაირღვა. „გადაწყვეტილებები მიღებული იყო სპონტანურად, მცირე დროის მონაკვეთში“, – აღნიშნა სულაძემ. კვლევის თანახმად, 2014 წლის 12 დეკემბერს, ერთი დღის განმავლობაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროსთან დაკავშირებით, უაღრესად საეჭვო გარემოებებში, ჯამში 17 ისეთი მოქმედება განახორციელეს და 4 ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელთა შედეგად, 2014 წლის 13 დეკემბერს შპს “RMG-Gold”-მა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტი უკანონოდ ააფეთქა. ამასთან, 2014 წლის 12 დეკემბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით ძეგლის სტატუსის მოხსნის მიზნით ადმინსტრაციული წარმოება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით ჩაატარეს.
აქვე, სულაძემ დასძინა, რომ იტალიელი გეოლოგის დასკვნის თანახმად, შესაძლებელი იყო საყდრისი–ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარებულიყო, თუმცა, მისივე თქმით, ეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „ვერ შენიშნეს და ობიექტი ააფეთქეს“. გარდა ამისა, საყდირისი–ყაჩაღიანში რთული გეოლოგიური მდგომარეობა მას შემდეგ გახდა აქტუალური საკითხი და განხილვის თემა, როდესაც ქართულ–გერმანულმა ჯგუფმა „არ–ემ–ჯი გოლდს“ ინფორმაცია მიაწოდა, თუ რა დაჯდებოდა ინტენსიური არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება“, – აცხადებს სულხან სულაძე.
2014 წლის 29-31 დეკემბერს, „RMG-Gold”-თვის საყდრისი-ყაჩაღიანთან კავშირში მყოფი წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის კონკრეტულ სალოკაციო ტერიტორიაზე გაგრძელების პროცესში - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს და საქართველოს მთავრობის ფორსირებული მოქმედება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ „RMG-Gold”-ს წინასწარ ჰქონდა ლიცენზიის გაგრძელების გარანტია და 2014 წლის ბოლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იურიდიულად გაფორმდა; „საყდრისი-ყაჩაღიანის შემთხვევამ ნათლად და ცალსახად აჩვენა, რომ საეჭვო გარემოებებში, კანონმდებლობის მოთხოვნების გვერდის ავლით, შეიძლება მიღებული იყოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც, ეკონომიკური თუ სხვა ბუნდოვანი საინვესტიციო ინტერესების სახელით, საფრთხეს შეუქმნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, შენარჩუნებას და მომავალი თაობებისათვის გადაცემას.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)