|
2019-10-03 16:31:32, 1894 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ხაზარაძეზე: კაცებისა და ქალების დაყოფა და წარსულში დარჩენა პოლიტიკური მარაზმია
კაცებისა და ქალების დაყოფა და წარსულში დარჩენა პოლიტიკური მარაზმია, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის განცხადებებს. მდინარაძის შეფასებით, მსგავსი გაანცხადებები არ არის სწორი. „ბატონო მამუკა, ასეთი რაღაცები არ უნდა შეგეშალოთ. ქალის მიმართ ასეთი განცხადებები არ არის სწორი, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ამიტომ მოვუწოდებ ამ ადამიანს რომ ცოტა დააკვირდეს რას ლაპარაკობს და შეურაცხყოფის რაღაც ცინიკურ და მსგავს ფორმებს თავი დაანებოს. მას არ გამოადგება ეს პირველ რიგში პოლიტიკაში. კაცების და ქალების ასე დაყოფა და წარსულში ჩარჩენა არის, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკური მარაზმი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ: "მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ".
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)