03:11 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 13:41:37, 1422 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე: გიორგი ქობულიასთან და გიორგი კვირიკაშვილთან კომუნიკაცია არ გვაქვს

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს.

ხაზარაძის განმარტებით, ხსენებულ პირებთან მას კომუნიკაცია არ ჰქონია.

"გიორგი ქობულიას ჰქონდა 1 წელი, რომ რამე გაეკეთებინა, მაგრამ მე ვერ გავიგე მისი ხედვა და პოზიცია მთავრობაში. ახლა, როცა წამოვიდა და რაღაც განცხადებებს აკეთებს, ეგ უკვე მისი საქმეა. ჩვენ მასთან კონსულტაცია არ გვაქვს. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, მასთან არც ძველად და არც ახლა არ გვქონია პოლიტიკურ თემებზე საუბარი. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. რომ მქონოდა აუცილებლად ვიტყოდი. გიორგი კვირიკაშვილი არ არის ის ადამიანი, რომ ორ სკამზე ერთდროულად მჯდარიყო", -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.   





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics