|
2019-10-01 16:46:54, 1071 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კვალიფიციური სანდო სერვისების თემაზე ფორუმი ჩატარდა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზებით, ელექტრონული შტამპისა და ელექტრონული ხელმოწერის თემაზე ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) წარმომადგენლები, ასევე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წევრები ესწრებოდნენ. ფორუმზე სტარტაპერებმა საკუთარი ინოვაციური პროდუქტები წარმოადგინეს. ღონისძიება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ - ზურაბ სანიკიძემ გახსნა. ფორუმის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კვალიფიციური ელექტრონული სანდო მომსახურების, მისი ტიპების, სანდო სერვისებით სარგებლობის, დოკუმენტების უსაფრთხოების საკითხებისა და ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (mygov.ge) პრაქტიკული დანიშნულების შესახებ. ინფორმაციისთვის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აუდიტი გაიარა საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორულ კომპანიაში, რომლის დასკვნის საფუძველზე მიიღო ავტორიზაცია და ქვეყანაში ერთადერთ სანდო მომსახურების გამცემ ორგანიზაციად განისაზღვრა. მონაცემთა გაცვლის სააგენტომ კი ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) განახლებული ვერსია აამოქმედა, რომელიც ისეთ სერვისებს აერთიანებს, სადაც საჭიროა ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენება. დამატებითი ინფორმაცია კვალიფიციური ელექტრონული შტამპისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესახებ: კვალიფიციური სანდო სერვისების მნიშვნელობა - ელექტრონული სერვისების განვითარება და დანერგვა მნიშვნელოვნად ამცირებს ქაღალდის დოკუმენტბრუნვას და ამაღლებს დოკუმენტაციის დაცულობის ხარისხს. ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში ადმინისტრაციული ორგანოები ეტაპობრივად გადადიოდნენ ელექტრონულ საქმისწარმოებაზე და დოკუმენტები ელექტრონულად იქმნებოდა, გადაწყდა, რომ სწორედ ელექტრონული საბუთები ჩათვლილიყო დედნებად და დოკუმენტები დადასტურებულიყო კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპი ელექტრონული დოკუმენტის დამოწმების სანდო საშუალებაა. ამასთანავე, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, დაზოგოს დრო, დაძლიოს მანძილი და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაამოწმოს დოკუმენტი ან გააფორმოს ხელშეკრულება. დოკუმენტის დაცვის მაღალი სტანდარტები – კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა უტყუარად ადასტურებს ხელმომწერის ვინაობას და იცავს ხელმოწერილ დოკუმენტს. ელექტრონული დოკუმენტის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მისი გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამგვარი დოკუმენტების შექმნა უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების დაცვით ხორციელდება. კერძოდ, უზრუნველყოფილია დოკუმენტის დაცვა მანიპულაციისაგან – შეუძლებელია ხელმოწერილ დოკუმენტში რაიმე ცვლილების შეუმჩნევლად შეტანა. სარგებელი, დროისა და რესურსის დაზოგვა – ელექტრონული მმართველობის განვითარებით საგრძნობლად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, ნარჩუნდება მწვანე საფარი და გარემო. მოქალაქეები/ორგანიზაციები დაზოგავენ დროს და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან წარადგენენ ელექტრონულ დოკუმენტებს კერძო და საჯარო უწყებებში. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო დაცული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სანდოობის უტყუარი გარანტია. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს/ორგანიზაციებს შეეძლებათ, ელექტრონული სანდო სერვისით დამოწმებული დოკუმენტის სახლიდან გაუსვლელად, პორტალიდან (www.sda.gov.ge) ჩამოტვირთვა, ასევე, იმავე დოკუმენტის ელექტრონულად გადაგზავნა მიმღებთან, დამატებითი დამოწმების გარეშე. კანონი ადმინისტრაციულ ორგანოებს ავალდებულებს, უარი არ თქვან ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტის მიღებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანა ელექტრონული სანდო მომსახურების დანერგვით მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს პოზიციებს ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებულ რეიტინგებში. ასევე, გაიზრდება ქვეყნის ცნობადობა ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით, რაც წაახალისებს ინვესტიციებს, ეს კი, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ახალი სტიმული გახდება. ღონისძიების დასასრულს, ინოვაციური სერვისების დანერგვით მიღებული უპირატესობების თაობაზე მომზადებული ვიდეოკლიპების პრეზენტაცია მოეწყო.
(NS)
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)