|
2019-09-30 17:10:56, 1686 ნახვა
საზოგადოება
ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი 2 პირიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ფირცხალაიშვილმა განაცხადა. ფირცხალაიშვილის განცხადებით, პაციენტი საოპერაციო ბლოკში იმყოფება. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ექიმის ინფორმაციიით, ის რამდენიმე საათში კლინიკიდან გაეწერება. "ორი მამაკაცია შემოყვანილი. ერთს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად იმყოფება საოპერაციო ბლოკში. ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ცივი იარაღით არის თუ არა, ვერ გეტყვით. ამას ექსპერტიზა დაადგენს. ჭრილობა აქვს მუცლის არეში, ქვედა კიდურზე და ზურგის არეში. კანქვეშა ჰემატომა აქვს, რომელიც ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ზედაპირული ჭრილობა აქვს ქვედა კიდურის არეში, იმყოფება დაკვირვების ქვეშ და ალბათ, რამდენიმე საათში გაეწერება კლინიკიდან", - განაცხადა ექიმმა. ცნობისთვის, დღეს ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე სროლა იყო, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)