|
2019-09-30 14:05:28, 1935 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს შეხვდა. მხარეებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარება და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის განსაკუთრებულ როლზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ერთადერთ ქმედით საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს. ვახტანგ გომელაურმა მისიის ხელმძღვანელს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობის შენარჩუნებისთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)