02:31 - 05 Nov, 2026
|
2019-09-28 14:36:27, 3915 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი სპეცრაზმელის გათავისუფლებაზე - არ ვაკეთებ კომენტარს, რა გჭირთ, ტო?!
„არ ვაკეთებ კომენტარს, რა გჭირთ, უკაცრავად, რას აკეთებთ, ტო?!“ - ამ სიტყვებით შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს მიმართა, რომლებმაც 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის გათავისუფლებაზე ჰკითხეს. გომელაური აღნიშნულზე პასუხისმგებლობას სასამართლოს აკისრებს. „უხერხულია, არ ვაკეთებ კომენტარს რა გჭირთ, უკაცრავად, რას აკეთებთ, ტო?! რა ზრდილობაა ვერ გავიგე, რა გჭირთ ხალხო?! სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება“, - განაცხადა გომელაურმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი, ლევან იმერლიშვილი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მიზეზად იმერლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, რასაც ბრალდების მხარე არ იზიარებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)