|
2019-09-27 15:15:13, 2858 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ინტერესებისთვის საქართველო ნებისმიერ ფორმატში მიიღებს მონაწილეობას
„საქართველო, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესების დასაცავად დაჯდება ნებისმიერ ისეთ ფორმატში, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრას. არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული მხარის პოზიციას, რომ დეოკუპაცია მხოლოდ პრაგმატული პოლიტიკით, მშვიდობიანი გზითა და საქართველოს პოზიციების პრინციპული დაცვით შეიძლება განხორციელდეს. „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შუამდგომლობით და მათთან შეთანხმებით, საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს. ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია - რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მხოლოდ ჩვენი პოზიციების პრინციპულად დაცვით არის შესაძლებელი, რომ მომავალში ეს პროცესი განვითარდეს, დაფიქსირებული იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს წარმოადგენდა. რუსეთთან და ოკუპაციასთან მიმართებაში, გვაქვს პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა. არ დავუშვებთ, რომ საქართველო რამე პროვოკაციაში იქნეს ჩათრეული და არ დავუშვებთ, რომ რაიმე ემოციური გადაწყვეტილებით შეცდომა იყოს დაშვებული საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის მიმართულებით. როგორც ხედავთ, ჩვენ 2012 წლიდან - დღემდე შევძელით, რომ საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს ასე იყოს მომავალშიც და კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერ შეხვედრაზე, ნებისმიერ ფორმატში, ჩვენი გზავნილი და პოზიცია იქნება იგივე - საქართველო მშვიდობიანი გზით, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, თავისი ეროვნული ინტერესების დაცვით, მონაწილეობს ნებისმიერ ისეთ ფორმატში, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)