|
2019-09-25 15:49:48, 1620 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: საჭიროა სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნას
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, მის მიერ ინიცირებულ სასამართლო სისტემაში არსეული „კლანური“ მმართველობის თაობაზე რეზოლუციის პროექტთან ერთად, აუცილებელია შეიქმნას სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი სპეციალური კომისია. ბესელიას განცხადებით, დროებითი კომისიის ფუნქცია სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შესწავლა იქნება. „ჩვენ ვითხოვთ, რომ პარლამენტმა შეფასებასთან ერთად აუცილებლად უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც სასამართლოში არსებული კონკრეტული პრობლემები დაიძლიოს, საჭიროა სპეციალური დადგენილებით შეიქმნას სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი სპეციალური კომისია. ეს იქნება დროებითი კომისია, რომელშიც შევლენ საპარლამენტო, არასაპარლამენტო, საექსპერტო, პროფესიული წრეების წარმომადგენლები. ამ კომისიას 2020 წლის პირველ თებერვლამდე უნდა მიენიჭოს მანდატი და მიეცეს მას შესაძლებლობა შეისწავლოს სასამართლო სისტემაში არსებული მმართველობითი კუთხის პრობლემები, „კლანური“ მმართველობის პრობლემები და კონკრეტული სამოქმედო გეგმა დადგინდეს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს სასამართლოში არსებული პრობლემები და ეს ნეგატიური შედეგები, რაც დარჩა აღმოიფხვრას, 2020 წლის 20 აპრილამდე პარლამენტმა უნდა გაატაროს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. მათ შორის, ჩვენი ინიციატივა იყო, რომ გადაიხედოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცედურა და გარკვეული დროით მორატორიუმი გამოცხადდეს იმისთვის, რომ ამ პერიოდში დასრუდეს სასამართლო რეფორმა და შემოვიდნენ ახალი მოსამართლეები, რომლებიც შეძლებენ დაძლიონ წარსულის ნეგატიური მოვლენები“, - განმარტა დეპუტატმა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, იმედი აქვს, რომ მის მიერ დღეს წამოყენებულ რეზოლუციას პარლამენტი მხარს დაუჭერს. „რეზოლუციის პროექტი დღეს იქნება ინიცირებული. ის პარლამენტს უკვე ორშაბათიდან კომიტეტებში განსახილველად წარედგინება და ამ რეზოლუციის მხარდაჭერას ჩვენ ველოდე ბით არამხოლოდ ოპოზიციური ძალების მხრიდან, არამედ იმედი მაქვს რომ მმართველ პარტიაშიც ის გამბედავი დეპუტატები, რომლებიც ხმას მისცემენ ამ რეზოლუციას“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)