|
2015-07-14 13:41:46, 646 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 315 ონკოლოგიურ პაციენტს ძვირადღირებული მკურნალობა დაუფინანსა
„მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამით, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე 315 პაციენტს ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობა დაუფინანსა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პაციენტების ტარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის პროგრამის ბიუჯეტიდან 220 107 ლარი გამოიყო. პაციენტების მკურნალობის მიმდინარეობის პროცესს დღეს მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მანანა ფაღავა გაეცნენ. სამინისტრომ „მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური პაციენტების ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობის დაფინანსება 2015 წელს დაიწყო. აღნიშნული სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდებოდა სხვა სახელმწიფო პროგრამით, რაც დაავადებულთათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა. სამინისტრო თითოეულ პაციენტს მკურნალობას უფინანსებს სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის მიხედვით პროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი კი შეადგენს 10 000 ლარს. აღნიშნული პროგრამით სამინისტრო ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარებს ასევე, უფინანსებს მკურნალობას რადიოქტიური იოდით და საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მინიმალური პაკეტის მოსარგებლეებს პროგრამით გათვალისწინებულ სხვა სამედიცინო მომსახურებას. კერძოდ, ოპერაციულ მკურნალობას, ქიმიოთერაპიულ-სხივურ მკურნალობას და ა.შ. „მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ბიუჯეტი 1,315,000 ლარით განისაზღვრება. პოგრამა 2015 წლის ბოლომდე გარძელდება.
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ივანიშვილის ფულს შეუერთდეს
თინათინ ბერძენიშვილი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)