|
2019-09-25 14:41:00, 2368 ნახვა
სამართალი
გაბუნია: პროკურატურას 200%-ით ვენდობი
200%-ით ვენდობი საქართველოს გენერალური პროკურატურის გამოძიებას, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა უწყებაში გაუთქმელობის პირობა ჩამოართვეს. „მე დავიკითხე მოწმის სახით, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით და დეტალურად მივაწოდე გამოძიებას ინფორმაცია, რაც მე მქონდა. რაც შეეხება გამოძიების შეკითხვებს და დეტალებს, მე მოვაწერე ხელი გაუთქმელობის ხელწერილს და არ მაქვს უფლება მოგახსენოთ, კონკრეტულად რა პასუხები გავეცი. რაც შეეხება, დღევანდელი გამოკითხვის მერეც მე დამრჩა ეს განცდა, რომ გამოძიება დაინტერესებულია გამოავლინოს შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები და 200%-ით ვენდობი საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოძიებას. ჩემს ინტერესშია და მოვითხოვე კიდეც, რომ გამოვეკითხე გამოძიებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დეტალურად, უმოკლეს ვადებში დადებს დასკვნას“, - აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)