19:58 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 10:50:28, 752 ნახვა

საზოგადოება
ისანში, მეტრომშენი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონის გამგეობამ მეტრომშენი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნულ მონაკვეთში, ორბელებისა და დავით კვაჭანტირაძის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდა.

 პროექტის ფარგლებში, 12 300 კვ.მ . ფართობზე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ელექტრო სადენები მიწის ქვეშ განთავსდა, ხოლო  გზის გასწვრივ მოეწყო თანამედროვე ტიპის LED განათების სისტემა, ტერიტორიაზე მოეწყო მიწის ზედა სახანძრო ჰიდრანტიც.

საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპს ისნის გამგებელი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ლევან დავითაშვილთან ერთად გაეცნო. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ  სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზეც გაესაუბრნენ.

„ ისანში ორი საკვანძო დასახლების - მეტრომშენისა  და ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო პროექტი განვახორციელეთ. აღნიშნულ მონაკვეთზე, საგზაო სამუშაოები მაღალი ხარისხით ჩატარდა, მთლიანად მოვაწესრიგეთ საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დღეიდან გადაადგილება მოსახლეობისთვის ბევრად კომფორტული გახდა“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

მეტრომშენი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 737 777 ლარით დაფინანსდა. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics