|
2019-09-24 17:27:18, 1497 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში ავარიული შენობები კაპიტალურად მაგრდება
დიდუბის რაიონის გამგეობა დისევის ქუჩის N7-ში, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 69 ოჯახი ცხოვრობს, ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით მაგრდება. ასევე, ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდება ფანჯრებისა და კარების ღიობები. ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს მეტრეველის ქუჩის N7-ში. გარდა ამისა, სხვადასხვა სახის სამუშაო რამდენიმე ამხანაგობაში მიმდინარეობს. საერთო სარგებლობის კიბეების მონტაჟი გორის ქუჩის N12-სა და თევდორე მღვდლის ქუჩის N19-ში მიმდინარეობს. ასევე, ბაგრატიონის ქუჩის N25-27-ში, დიდუბის ქუჩის N8-სა და აკაკი წერეთლის გამზირის N99-ში შენობის ბრტყელი და ქანობიანი სახურავების აღდგენითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმშია. ბათუმის ქუჩის N20-ში მდებარე კორპუსის დაზიანებულ თაღს კი აღდგენითი სამუშაოები უტარდება. 14 მისამართზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოები უკვე დასრულდა, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 325 727 ლარი გამოიყო. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან, თარაშ შურღაიასთან, ვლადიმერ ძნელაძესთან და ილია წულაიასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)