02:12 - 05 Nov, 2026
|
2019-09-24 16:15:17, 2277 ნახვა
სამართალი
პროკურატურა: ეკა ბესელიას განცხადებებზე რეაგირება ამ მომენტისთვის უწყების ქვემდებარე არ არის
ეკა ბესელიას მიერ განცხადებებში მითითებული შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებებზე რეაგირება ამ მომენტისთვის პროკურატურის ქვემდებარე არ არის, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს. საუბარია პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა ახლაც ხდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის. ბესელიას ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობა გამოეხმაურა. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ აღნიშნა, ბესელია ვალდებულია მის ხელთ არსებული ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდოს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)