02:41 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 15:46:52, 1947 ნახვა

პოლიტიკა
ფოფხაძე გაბინაშვილს: თქვენნაირი კანდიდატების მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ ბოლოს მოუღებს

თქვენნაირი კანდიდატების მხარდაჭერა ბოლოს „ქართულ ოცნებას“ მოუღებს - ამ სიტყვებით პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მერაბ გაბინაშვილს მიმართა.

დეპუტატი დაინტერესდა, თუ რას ფიქრობდა მოსამრთლეობის კანდიდატი 26 მაისის, 7 ნოემბრის დარბევასა და  20 ივნისის მოვლენებზე, რაზეც გაბინაშვილმა განაცხადა, რომ კომენტარს ვერ გააკეთებდა.

 „საკითხთან დაკავშირებით, გამოძიებები მიმდინარეობს და კომენტარებს და შეფასებებზე ვერ ვისაუბრებ“, - განაცხდა გაბინაშვილმა ფოფხაძის საპასუხოდ.

გარდა ამისა, ფოფხაძემ გაბინაშვილს ჰკითხა, იყო თუ არა წინა ხელისუფლების დროს ჯიბის მართლმსაჯულება.

რასთან დაკავშირებითაც გაბინაშვილმა უპასუხა: „მე განსაკუთრებული უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი ვარ, როგორც მოსამართლე და შეზღუდვები მაქვს. არანაირ პოლიტიკურ შეფასებას არ ვაპირებ“.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics