|
2019-09-23 11:49:24, 1818 ნახვა
სამართალი
პირებს, რომლებმაც ფულის გამოძალვის მიზნით არასრულწლოვნის მძევლად აყვანა დაგეგმეს, პატიმრობა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფის მიერ, ანგარებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადების ფაქტზე ბრალდებულები დ.მ., ვ.ხ., შ.მ. და პ.დ. დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებული ლ.გ. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი. უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დ.მ.-ს, ვ.ხ.-ს, შ.მ.-ს და პ.დ.-ს ერთ-ერთი ოჯახიდან რამდენიმე ათასი აშშ დოლარის გამოძალვის მიზნით, განზრახული ჰქონდათ აღნიშნული ოჯახის წევრის, არასრულწლოვნის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მძევლად ხელში ჩაგდება. „სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ლ.გ.-მ ნამდვილად იცოდა აღნიშნული დანაშაულის მომზადების შესახებ, თუმცა არ შეატყობინა პოლიციის ორგანოებს. სამართალდამცველებმა დ.მ., ვ.ხ., შ.მ., პ.დ. და ლ.გ. 2018 წლის 26 დეკემბერს დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასმართლომ დ.მ., ვ.ხ., შ.მ., პ. დ. და ლ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დ.მ.-ს, ვ.ხ.-ს , შ.მ.-ს და პ.დ.-ს 10-10 წლით, ხოლო ლ.გ.-ს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)