|
2019-09-20 13:28:12, 2663 ნახვა
სამართალი
პროკურორი: ბავშვების პორნოგრაფიული მასალის გადაღება ავსტრალიელის სახლში ხდებოდა და რეალიზაციასაც ის ახდენდა
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული ავსტრალიის მოქალაქის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის პროკურორის, მარიამ გოგორელიანის განცხადებით, პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალის გადაღება ბრალდებულის სახლში მიმდინარეობდა. პროკურორის ინფორმაციით, მასალის რეალიზაციასაც სწორედ ავსტრალიის მოქალაქე ახდენდა. „2019 წლის აგვისტოში დაკავებული იქნა საქართველოს 2 და ამერიკის 1 მოქალაქე, რომელთაც 2019 წლის 29 აგვისტოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, ამის შემდეგ გაგრძელდა გამოძიება სხვა პირების მიმართაც, დაკავებული იქნა იმავე საქმეზე საქართველოს 7 მოქალაქე, რომელთაც გუშინ შეეფარდათ პატიმრობა. აგრეთვე იმ საქმიდან, რომელიც ჩვენ ივნისში დავიწყეთ გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ავსტრალიის მოქალაქის მიმართ იგივე სახის დანაშაულებრივი საქმის შესახებ, რომლის მიმართაც ასევე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რა დროსაც ბრალდების მხარეს გაუჩნდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ავსტალიის მოქალაქეც ეწეოდა არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადებას და გასაღებას, აგრეთვე არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს, რის გამოც ის დაკავებულ იქნა მისსავე საცხოვრებელ სახლში, სადაც მიმდინარეობა პორნოგრაფიის გადაღება, როგორ ფოტო-მასალის, ასევე ვიდეო-მასალის და დღეს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მას შეეფარდა აღკვეთი ღონისძიება“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა. ცნობისთვის, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, მათ შორის ბავშვების მშობლები.
არჩევნები საქსონია-ანჰალტში: ულტრამემარჯვენე AfD-ს ისტორიულ გამარჯვებას აღწევს
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს, 1.3 მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემაში მონაწილეობასა და ფულის გათეთრებისთვის ბრალი წაუყენეს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)