02:12 - 05 Nov, 2026
|
2019-09-20 13:07:57, 2377 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ პირებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით პირებს, მათ შორის ამერიკისა და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები ბრალს არ აღირებენ. მათი ახლობლების მტკიცებით მშობლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა მიზნით უღებდნენ მათ შვილებს ფოტო და ვიდეო მასალას. ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალდებამ დააყენა, თუმცა დაცვის მხარე მათთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ცნობისთვის, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, მათ შორის ბავშვების მშობლები.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)