|
2019-09-19 22:40:46, 1653 ნახვა
პოლიტიკა
სოფო კილაძე - თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი
თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა ეს არ უნდა იღებდეს ძალადობრივ ხასიათს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ 20 სექტემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. „თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს კრიტიკული აზრი ხელისუფლების მიმართ საჯაროდ შეკრებისა და მანიფესტაციის ქვეშ, თუმცა ეს არ უნდა იღებდეს ძალადობრივ ხასიათს. ძალადობრივი ხასიათი ვნახეთ, როდესაც მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი ოპოზიციის ზოგიერთმა წევრმა იმისთვის გამოიყენა, რომ შტურმი მიეტანა პარლამენტზე. ვინც ჩაჯდება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში, ყველა ამ ადამიანს ექნება გარანტირებული უფლება, საკუთარი აზრი საჯაროდ დააფიქსიროს“, – განაცხადა სოფო კილაძემ. სამოქალაქო კამპანია „სირცხვილიას“ აქცია 20 სექტემბერს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)