|
2019-09-19 14:31:04, 1797 ნახვა
პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი ომბუდსმენს: საუბრობთ ისეთ საკითხებზე, რაც ხელისგულზეა, გვჭირდება ინფორმაცია, რომელიც არ ვიცით
„თქვენ საუბრობთ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია და მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ამ საკითხებზე საუბარი, მაგრამ მიზეზებზე არ ვსაუბრობთ“, - ამ სიტყვებით პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, სახალხო დამცველი უფრო კრიტიკული უნდა იყოს ქვეყანაში განვითარებული პროცესები მიმართ. „ქალბატონო ნინო, თქვენ ხართ იმ მოცემულობაში სახალხო დამცველი, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით ხდება ხელისუფლების მიტაცების მცდელობა და სამწუხაროდ, კონსტიტუციური სახელისუფლებო შტოების პოლიტიკურ ვერტიკალში მოქცევა. ეს არის სასამართლო, ეს არის პარლამენტი, ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლება. ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომლის მიმართაც არ არის აღქმა, რომ ის არის ამ ქვეყნაში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები. რეალურად მიმდინარეობს ხელისუფლების მიტაცება, რეალურად კორუპცია იქნა ქვეყანაში ლოიალობის მიღების მექანიზმად. არიან ამ ქვეყანაში პრივილეგირებული ბიზნესმენები, რომლებიც გამოირჩევიან ინფორმაციებზე წვდომით, არიან ადამიანები, რომელთაც ჰყავთ საკუთარი მოსამართლეები. თქვენ საუბრობთ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია და მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ამ საკითხებზე საუბარი, მაგრამ მიზეზებზე არ ვსაუბრობთ. მიზეზებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ გვჭირდება თქვენგან ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელიც არ ვიცით. დეტალები არ ვიცით, ფაქტები არ ვიცით, მაგრამ ეს ფაქტები, რომ ხდება ქვეყანაში ეს ხელისგულზე არის“, - მიმართა გოგიჩაიშვილმა ლომჯარიას.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)