|
2019-09-19 12:02:33, 808 ნახვა
საზოგადოება
„ფორსაჟის“ გადაღებების გამო 21 სექტემბერს ნუცუბიძის ფერდობზე და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ცნობილი ჰოლივუდური ფილმის "ფორსაჟი 9" ეპიზოდების გადაღებების გამო, 21 სექტემბრის 00:00 საათიდან 22 სექტემბრის 00:00 საათამდე ნუცუბიძის ფერდობზე გადაიკეტება დათუაშვილის ქუჩა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთი (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე). მათივე ცნობით, აქედან გამომდინარე, ჟღენტისა და ვარაზის ქუჩებიდან დათუაშვილის ქუჩისკენ შეხვევა შეიზღუდება. „დათუაშვილისა და ამაშუკელის ქუჩებთან დაკავშირება შეუძლებელი იქნება ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონიდანაც, ხოლო ამაშუკელის ქუჩის შესახვევიდან დაშვებული იქნება მოძრაობა ბერიტაშვილის, მაჭავარიანის ან კვაჭაძის ქუჩების მიმართულებით. დათუაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო შეიცვლება N88 და N99 ავტობუსების მარშრუტები. N88-ის ბოლო გაჩერებად მე-4 მიკრორაიონში არსებული N192 საბავშვო ბაღის მიმდებარე მოედანი განისაზღვრება. N99 ავტობუსი ჟღენტის ქუჩიდან აუხვევს ვარაზის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებს მე-4 მიკრორაიონში და კაპანელის ქუჩაზე, N1 კორპუსის სიახლოვეს გაჩერდება. გადაღებების პერიოდში მე-5 მიკრორაიონის მეტროსადგურ „დელისთან“ დასაკავშირებლად ავტობუსის დროებითი მარშრუტი დაინიშნება, რომელიც ვარაზის, ჟღენტის და ნუცუბიძის ქუჩებით გავლით იმოძრავებს. უცვლელი დარჩება N63 და N107 ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები. 21 სექტემბერს 07:00 საათიდან 10:00 საათამდე მოძრაობა ასევე შეიზღუდება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში, იალბუზის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. გადაღებების პერიოდში კერძო ტრანსპორტი ისნისა და სამგორის რაიონებიდან ბარათაშვილის ხიდისკენ ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით იმოძრავებს. რამდენიმე საათით შეიცვლება N31, N44, N80 და N102 ავტობუსების მარშრუტებიც. ისინი ევროპის მოედნიდან მოძრაობას განაგრძობენ კოტე აფხაზის ქუჩისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)