|
2019-09-19 10:32:36, 3960 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია: მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კახეთში მოსავალი დროულად უნდა იყოს დაბინავებული. პრემიერის თქმით, დღეს მინისტრთა კაბინეტი სწორედ აღნიშნულ პროცესს განიხილავს. „ორ მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ: პირველი - ეს გახლავთ კახეთში მიმდინარე რთველი და ლევან დავითაშვილი მოგვახსენებს ამაზე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ის გამოწვევები, რომელიც დღეს კახეთში არსებობს. უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა შესაბამისი შტაბის წარმომადგენლებთან, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული, ეს ლევან დავითაშვილმა ძალიან კარგად იცის“, - განაცხადა გახარიამ. მისივე თქმით, მინისტრი დავილევან დავითაშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას მიდიასაც მიაწვდის.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)