|
2019-09-18 14:16:05, 1445 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზებები
„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს საცხებ-საპოხ მასალებსა და ფილტრებზე. შეთავაზების ფარგლებში პრემიუმ კლასის ბრენდის Shell-ის Helix Ultra, HX8 ან HX7 საავტომობილო ძრავის ზეთის 4 ან მეტი ლიტრის შეძენისას, საჩუქრად გადაეცემათ 1 ლიტრი იგივე ტიპის ზეთი. ამასთანავე აქციის ფარგლებში მომხმარებელი უფასოდ ისარგებლებს ძრავის ზეთის შეცვლის სერვისით. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასდაკლებით გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლის სერვისზე. თუ „თეგეტა მოტორსში“ შეიძენთ ზეთს გადაცემათა კოლოფისთვის, შეცვლის სერვისზე ისარგებლებთ 50%-იანი ფასდაკლებით. ამასთანავე „თეგეტა მოტორსში“ საწვავის, სალონის და ჰაერის ფილტრების შეძენისას, საჩუქრად მიიღებთ მათი შეცვლის სერვისს. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის ძრავის ზეთების ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს. „თეგეტა მოტორსი“ გახლავთ საცხებ-საპოხი მასალების სეგმენტში პრემიუმ კლასის ბრენდების ოფიციალური დილერი საქართველოში, როგორებიც არიან - Shell, Motul და Mobil. „თეგეტა მოტორსში“ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ შედარებით დაბალბიუჯეტური ბელგიური და გერმანული ბრენდების Fuchs-ის და Champion-ის საცხებ-საპოხი მასალები. ავტომობილის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის ზეთის შეცვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ძრავის შეზეთვის სისტემის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია ძრავში ზეთის დონე მუდმივად შენარჩუნდეს დადგენილ ნორმაში, ამიტომ მნიშვნელოვანია პერიოდულად ვაკონტროლოთ ის. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია დაემატოს იგივე ძრავის ზეთი, რომლითაც შევსებულია სისტემა. ძრავში ზეთის შეცვლა ხდება ორი ფაქტორის გათვალისწინებით: ავტომობილის გარბენის სიდიდით და ძრავში ზეთის გამოყენების პერიოდის ხანგრძლივობით. აღნიშნული ფაქტორები განაპირობებს ძრავში ზეთის თვისებების გაუარესებას, რასაც განსაზღვრავს არა მხოლოდ ძრავის ექსპლუატაცია, არამედ ზეთის ბუნებრივი დაძველებაც.
(R)
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)