|
2019-09-17 17:34:20, 3083 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური ევროკავშირის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს - კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და განიხილეს უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ არსებული მიმდინარე საკითხები. ვახტანგ გომელაურმა კარლ ჰარცელთან შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის განსაკუთრებულ როლზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. კარლ ჰარცელმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ევროკავშირის წარმატებული თანამშრომლობას. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების სექტორში ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის ელჩს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მხარეები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიზნით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)