|
2019-09-16 17:45:04, 1363 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციას: თქვენს მიერ დაანონსებულ ფსევდო-პატრიოტულ ცეკვებში ვერ აგყვებით
„რეზოლუციებს როგორც კი ახსენებთ, მე მახსენდება და ყველას ახსენდება 2008 წლის რეზოლუცია, თქვენი პროვოკაციული მოქმედებები, თქვენი რეალური პარტნიორები“, - ამ სიტყვებით ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრებს მიმართა. მდინარაძის შეფასებით, ოპოზიცია თავს აჯერებს, რომ პროდასავლურად იქცევა. „რაც შეეხება თქვენს რეზოლუციებს და თქვენს დაანონსებულ ფსევდო-პატრიოტულ ცეკვებს, ამ ცეკვებში ვერ აგყვებით. იმიტომ, რომ ეს არის მხოლოდ ერთი მიზნისკენ მიმართული, რომ საზოგადოება რაღაცნაირად ან მოატყუოთ ჩვენთან დაკავშირებით, წარმოდგენებთან და კურსთან მიმართებით, ან საკუთარ თავზე დააჯეროთ, რომ პროდასავლურად იქცევით, მაშინ, როდესაც რეზოლუციებს როგორც კი ახსენებთ, მე მახსენდება და ყველას ახსენდება 2008 წლის რეზოლუცია, ახსენდება თქვენი პროვოკაციული მოქმედებები, თქვენი რეალური პარტნიორები“, - განაცხადა მდინარაძემ. მისი განცხადებით, ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებთან ინტენსიურად მუშაობს, რაც შესაბამის რეზოლუციებში არის ასახული. „ეტყობა სწორი დასკვნები ვერ გამოგაქვთ ვრცელი და დეტალური განმარტებებიდან. კიდევ უფრო მოკლედ შევეცდები აგიხსნათ. მოკლედ, თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ ამ თემებზე ვმუშაობთ. ამ თემებზე ინტენსიური მუშაობა მიდის, რაც შემდეგ აისახება ხოლმე იმ რეზოლუციებში, რასაც ჩვენი საერთაშორისო დასავლელი პარტნიორები უჭერენ მხარს. სიტყვა არის ერთი და სიტყვას თუ საქმე არ დაემთხვა, ამ შემთხვევაში პროდასავლურობაზე ასე თამამად აღარ უნდა ვილაპარაკოთ",-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ წამოყენებული დადგენილების არსი სამ ფუნქტს ითვალისწინებს, კერძოდ:
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)