|
2019-09-16 15:43:38, 1527 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროკავშირის მისიის მანდატი მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღსრულდეს
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შორის შეხვედრისას აღინიშნა. მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების ახალ ხელმძღვანელობასთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დააფიქსირა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ევროპული კურსისა და განვითარების ერთგულია, მტკიცედ აგრძელებს რეფორმების კურსს, მათ შორის ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კონტექსტში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიღწევებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელებისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის განხორციელების პროცესში. აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის პასუხისმგებლიან პარტნიორთა რიცხვს განეკუთვნება. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ქვეყნის მიერ აქტიურად განხორციელებულ ღონისძიებებს, რომლებიც ევროინტეგრაციის გზაზე მოპოვებული მიღწევების შენარჩუნებას ემსახურება. შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავრობის ყოვლისმომცველ ხედვას ასახავს. ისაუბრეს საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის, უმაღლესი დონის შეხვედრების ფორმატის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების საკითხებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აფასებს ევროკავშირის როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების საკითხში. ამასთან, ისაუბრეს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების გაძლიერებისა და საოკუპაციო ძალების დესტრუქციული ქმედებების საპასუხოდ, საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო პოზიციონირების აუცილებლობაზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოში დემოკრატიზაციის ასპექტებზე, მათ შორის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივასა და სასამართლო რეფორმის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარს საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ყურადღებისთვის და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)