|
2019-09-16 14:58:45, 2610 ნახვა
კომენტარი
ჰანი: ჩვენთვის საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა და გვინდა ეს სტატუსი მომავალშიც შენარჩუნდეს
ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას აგრძელებს. როგორც ევროკომისარმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დემოკრატიული წინსვლა გააგრძელოს. მისივე თქმით, საქართველო რეგიონში მოწინავე პოზიციას იკავებს და იმედი გამოთქვა, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება. "ევროკავშირი და საქართველო ძალიან მჭიდრო მეგობრები და პარტნიორები არიან. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი პარტნიორობა უნდა გაღრმავდეს, ისეთი პოტენციალის გამოყენებით, რომელიც მომდინარეობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით. ევროკავშირი რჩება საქართველოს მტკიცე პარტნიოროად. შევთანხმდით, რომ ძალისხმებვა უნდა გაგრძელდეს, განსაკუთრებით სასამართლო სისტემის მიმართულებით. არსებული პროცესი, რომელიც მოსამართლეების დანიშვნისა და შერჩევის საკითხს ეხება, ევროპის ყველა ქვეყნის ყურადღების ცენტრშია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ აქცენტი გაკეთდეს თანაბარ უფლებებზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს ყველა რეკომენდაცია შესრულდეს და ეს იქნება გარანტი, რომ ქვეყანა დემოკრატიული გზით განვითარდება. საქართველო ჩვენთვის არის მოწინავე ქვეყანა რეგიონში და გვინდა რომ ეს სტატუსი მომავალში შენარჩუნდეს. ეჭვი არ მაქვს ეს ასეც იქნება. ასევე უცვლელი მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროკავშირისგან ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის დარეგულირების მიზნით ჟენევის ფორმატმა იმუშავოს და მასში რუსეთი იყოს ჩართული. საქართველო უნდა იყოს ძლიერი და გაერთიანებული", - განაცხადა ევროკომისარმა.
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)