14:11 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 10:18:43, 723 ნახვა

საზოგადოება
„ფოტოგრაფიის ღამე“ თბილისში მეათედ გაიმართა

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის ფოტო ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომლის ცენტრალური ღონისძიება „ფოტოგრაფიის ღამე“ უკვე მეათედ გაიმართა. თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ღია ცის ქვეშ,  ერთი ღამის განმავლობაში, თანამედროვე ფოტოგრაფიის ხილვის შესაძლებლობა მიეცათ.

ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისი საფესტივალო ქალაქი გახდება.

„თბილისის ფოტო ფესტივალი ყოველ წელს ახალ, მიძინებულ ლოკაციებს აცოცხლებს. სასიხარულოა ისიც რომ ამ ფესტივალის ფარგლებში, 16 სექტემბერს ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის პირველი მუზეუმი იხსნება. ბუნებრივია, დედაქალაქის მერიისთვის მნიშვნელოვანია ყველა ეს ღონისძიება, რადგან არაერთხელ გვითქვამს, რომ თბილისი უნდა გახდეს საფესტივალო ქალაქი და რეგიონში კულტურის დედაქალაქი“ - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

წელს, „ფოტოგრაფიის ღამე“ მუშტაიდის ისტორიულ პარკში გაიმართა. საღამო KORDZ-ის ცოცხალი მუსიკითა და ირაკლი ბითაძის საჯარო ლექციით გაიხსნა.

„არლის ფოტო ფესტივალის“ პროგრამის გარდა, რომელიც „თბილისის ფოტო ფესტივალის“ პარტნიორია, „ფოტოგრაფიის ღამის“ პროგრამაში ნაჩვენები იყო 300 - მდე თანამედროვე ფოტოგრაფის ნამუშევარი, მათ შორის, ქართველი  და რეგიონული ფოტოგრაფების სერიები, რომლებიც საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში 2019 წლის განმავლობაში განვითარებულ პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს ასახვდა. ინსტიტუციებმა, ჟურნალებმა და დამოუკიდებელმა ფოტოგრაფებმა საიუბილეო, მეათე ფოტოგრაფიის ღამე ერთად შექმნეს.

ფესტივალზე პირველად იყო წარმოდგენილი CAP Prize, რომელიც თანამედროვე აფრიკული ფოტოგრაფიის ჯილდოა; გალერეა Berlinskej model; ოდესის ფოტო დღეები და მრავალი სხვა.

თბილისის ფოტო ფესტივალი 21 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics