2019-09-15 13:12:54, 1780 ნახვა
საზოგადოება
ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი თამარ ზურიაშვილი გარდაიცვალა
ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი თამარ ზურიაშვილი გარდაიცვალა.
"ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი ღრმა მწუხარებით იუწყება,რომ გარდაიცვალა მუზეუმის დირექტორი,ქალბატონი თამარ ზურიაშვილი.
ქალბატონი თამარი დიდი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობდა საზოგადოებაში; იგი უყვარდათ და პატივს სცემდნენ ცოდნის,პროფესიონალიზმისა და მინდობილი საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო. მისი სახით ყვარლის საზოგადოებამ დაკარგა ღირსეული მოქალაქე,ილიას საქმის გამორჩეული მოამაგე,საუკეთესო ხელმძღვანელი და , უბრალოდ,კარგი ადამიანი.
მუზეუმის თანამშრომლები თანაგრძნობას უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს." - წერია მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თამარ ზურიაშვილს სამშაბათს, 14 :00 საათზე ყვარელში დაკრძალავენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,