2019-09-14 12:13:52, 2313 ნახვა
საზოგადოება
აგვისტოში საქართველოში რეკორდული რაოდენობის უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში უცხოელი ვიზიტორების შემოსვლების საერთო რაოდენობა 5.8%-ით გაიზარდა.
უწყების ცნობით, იმ პირების რაოდენობა, ვინც 24 საათით და მეტი ხნით დარჩნენ ქვეყანაში (ტურისტი) 2%-ით არის გაზრდილი.
ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ევროკავშირიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან გაიზარდა. აღნიშნული ქვეყნებიდან ჯამში 90 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა. ჯამში, საანგარიშო პერიოდში საქართველოში 1 254 554 ვიზიტი განხორციელდა, აქედან 657 278 ტურისტული იყო. გარდა ამისა, რუსი ვიზიტორების თვალსაზრისით 6%-იანი კლება ფიქსირდება. ამასთან, 23%-ით არის გაზრდილი ვიზიტორების რაოდენონა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან