18:25 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-13 18:54:17, 2183 ნახვა

პოლიტიკა
გახარიამ ტოივო კლაართან შეხვედრაზე ოკუპირებულ ახალგორსა და სოფელ ჩორჩანაში მიმდინარე პროცესები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს შეხვედრაზე, ოკუპირებულ ახალგორში ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვასა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები, როგორიცაა ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვა, ამძიმებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.

საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფელ ჩორჩანაში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს და იმ დესტრუქციულ ქმედებებს, რომელსაც ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა  ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მხრიდან საკითხის მაღალი რანგის დიპლომატიური ფორმატების ფარგლებში განხილვის აუცილებლობას და ევროკავშირის წევრი სახელმწოფოების დედაქალაქებისთვის ინფორმაციის მყისიერ რეჟიმში მიწოდების აუცილებლობას.

შეხვედრაზე პრემიერმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვეს ვითარების მაქსიმალური დეესკალაციის მნიშვნელობას და ამ კუთხით  ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების, ისევე როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმების გამოყენების აუცილებლობას.

პრემიერ-მინისტრმა ტოივო კლაარს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ევროკავშირის აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობის შესწავლის პროცესში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics