21:34 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-13 12:51:23, 422 ნახვა

თინა ხიდაშელი: პასუხისმგებლიანი სახელმწიფოები გაბუტულ მდგომარეობაში არ დგანან

პასუხისმგებლიანი სახელმწიფოები გაბუტულ მდგომარეობაში არ დგანან, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შესაძლო გადახედვის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ხიდაშელის თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებების ფორმატის გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა, მისივე განცხადებით, ზოგადად ნებისმიერი ფორმატის გადახედვაა შესაძლებელი.

„საერთოდ ყველაფერი შეიძლება გადაიხედოს. არაფერია არაა ბიბლია და შეგვიძლია ნებისმიერ ფორმატს გადავხედოთ. მთავარია, რაციონალური გადაწყვეტილება მივიღოთ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ამიტომ, არც აბაშიძე-კარასინის ფორმატი და არც რაიმე სხვა არაა იმ ტიპის მოცემულობა, რომელზეც ვიტყვით, რომ მორჩა, აქედან აღარ მივდივათ. ამ ეტაპზე აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის აუცილებლობას ვერ ვხედავ, ამას თავისი საქმე, კონკრეტული თემატიკა აქვს, არხი უნდა შევინარჩუნოთ. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან პასუხიმგებლიანი სახელმწიფოები გაბუტულ მდგომარეობაში არ დგანან. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხმა ყველას ძალიან ხმამაღლა ესმოდეს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics