|
2019-09-08 18:34:00, 2305 ნახვა
კომენტარი
ლაშა დარსალია: ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტური არალეგიტიმური პროცესია
„აღნიშნული არჩევნები, გარდა იმისა რომ არის უკანონო, მას არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, არც იურიდიული, არც პოლიტიკური და არც მორალური“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა და განცხადებები ამის შესახებ ჯერ კიდევ ე.წ. არჩევნების პირველი ტურის დროს გაკეთდა. „ამ არჩევნებს არ აღიარებს საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო საზოგადოება. მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამ ტერიტორიების ასიათასობით მკვიდრი მოსახლეობა არის იძულებით გადაადგილებული და დღეს იმყოფება დევნილობაში. აღნიშნული არჩევნების არაკანონიერებასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ ე.წ. პირველი ტურის შემდეგ გაკეთდა განცხადებები. მას არ აღიარებს საქართველო, ასევე მთლიანად საერთაშორისო საზოგადოება, რაც აისახა შესაბამის განცხადებებსა და გამოხმაურებებში“, - აღნიშნა ლაშა დარსალიამ. მისი შეფასებით ე.წ. არჩევნებს აქვს ერთადერთი მიზანი - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაცია, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. „აღნიშნულ ტეროტორიებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს მხოლოდ ერთი სახელმწიფო, ეს არის რუსეთის ფედერაცია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქ მიმდინარე პროცესებს, რომელთა ერთადერთი მიზანია ოკუპაციის ლეგიტიმაცია და ერთი შეხედვით იმ ატმოსფეროს შექმნა, თითქოს რაიმე სახის პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს“, - დასძინა მინისტრის მოადგილემ.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)