|
2019-09-08 16:48:49, 2410 ნახვა
კომენტარი
გახარია მედიის დავალიანებებზე: მოვუწოდებ ფინანსთა სამინისტროს, სწრაფად დაიწყოს ამ თანხების მიქცევა ბიუჯეტში
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მედიასაშუალებების დავალიანებებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა. როგორც გახარიამ აღნიშნა, დაუშვებელია სხვადასხვა ბიზნესსუბიექტებისადმი სახელმწიფოს სხვადასხვა მიდგომები ჰქონდეს. ,,არასწორია როდესაც არათანაბარი პრინციპების გამოყენება ხდება სხვადასხვა სახის ბიზნესების წარმომადგენლებთან. ვერ მანახებთ ვერცერთ მედია საშუალებას, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ მედია - ყველა არის სხვადასხვა ბიზნეს გაერთიანებების და კონგლომერატების ნაწილი და მათი ინტერესები ისე არის გადანაწილებული, რომ ბევრ შემთხვევაში ფარად იფარებენ მედია საშუალებას, იმისთვის რომ სხვა ძირითადი ბიზნესები სადაც, ძირითად კომერციულ საქმიანობას, აწარმოებენ დაიცვან ელემენტარულად ბიუჯეტში გადასახადების გადახდისგან. ეს არის დასასრულებელი და დასამთავრებელი. ‘’ - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, ხშირად მედიაზე თავდასხმას უწოდებენ სახელმწიფოს მოთხოვნას გადასახადების გადახდაზე და ეს უნდა დასრულდეს. „უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოებამ გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიოს ასეთ პრინციპულ საკითხებზე - არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტელევიზიას, ოპოზიციურ თუ არაოპოზიციურს ეუბნები, რომ თქვენ გაქვთ 25 მილიონი ვალი და უნდა გადაიხადოთ და ეს იწვევს პოლიტიკურ ვნებათა ღელვებს - ვიღაცას გონია რომ აქ მედიაზე თავდასხმა მიმდინარეობს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ - განსაკუთრებით დღეს, როდესაც გადაუხდელი 25 მილიონით და კიდევ რაღაცა თანხებით ახალი ტელევიზიები იხსნება. როდესაც ერთი ბიზნეს ჯგუფი, რომელსაც არა მხოლოდ სახელმწიფოს წინაშე აქვს ასობით მილიონი ვალი, არამედ, როგორც ვიცი, სხვა კომერციული და საბანკო სტრუქტურების წინაშეც აქვს უამრავი ვალი დაგროვილი - დღეს ამ ყველაფრის - მოპარული ფულის გასაპრავებლად ქმნის ახალ მედია საშუალებას. რა თქმა უნდა უნდა, ვიცოდეთ, რომ ესეთი მედია საშუალებები, აპრიორულად ვერ იქნებიან ობიექტურები - მათ უკვე აქვთ სუბიექტური ინტერესი რომელიც მიმართულია სხვადასხვა პოლიტიკური და როგორც ჩანს, უკვე კომერციული და ფინანსური ინტერესების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა გახარიამ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თამაშის წესები ყველა მედიისთვის საერთო უნდა იყოს მათი მფლობელებისა თუ ორიენტაციის მიუხედავად. „თამაშის წესები უნდა იყოს ყველასთვის ერთი და მე გპირდებით, რომ მოვუწოდებ ფინანსთა სამინისტროს მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს ამ თანხების მიქცევა სახელმწიფო ბიუჯეტში იმისგან დამოუკიდებლად, რომელი მედია საშუალებებია, რომელ ბიზნეს ჯგუფს განეკუთვნება და რა ორიენტაციის არის ეს მედია საშუალება“, - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა. გიორგი გახარიამ საკუთარი გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სახელმწიფოს საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებას და ეს საკითხი საკვანძოდ გამოაცხადა მთავრობის მიერ დაგეგმილი განვითარების გეგმების ეფექტიანად მიღეწვისათვის.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)