|
2019-09-06 14:31:06, 2732 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: ხაზარაძისა და ჯაფარიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბრისთვის გადაიდო. ამის შესახებ ადვოკატმა ზვიად კორძაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სასამართლო სხდომა, რომელიც 12 სექტემბერს უნდა გამართულიყო, სწორედ დაცვის მხარის შუამდგომლობით გადაიდო. „12 სექტემბერს დანიშნული იყო წინასასამართლო სხდომა. ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა, წინასასამართლო სხდომა გადაიდო 10 ოქტომბრისთვის. ორი შუამდგომლობა, რომელითაც მიმართა სასამართლოს პროკურატურამ ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე დაკმაყოფილდა. ორივე გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგი არის უარი და შესაბამისად, ყადაღის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში“, - განაცხადა კორძაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)