|
2019-09-05 14:09:04, 1434 ნახვა
სამართალი
წულუკიანი: აღარ იქნებიან ე.წ. სახელმწიფო აღმასრულებლები, აღმასრულებელთა პალატა შეიქმნება
„ჩვენ შევქმნით საქართველოში, რაც აქამდე არ არსებულა, ფიზიკური პირების გადახდისუუნარობის სისტემას“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, აღსრულების კოდექსზე მუშაობა დასრულდა, ასევე, საჯარო კონსულტაციებიც და თქვენ წინაშე წარმოდგენილი იქნება რეფორმა უკვე ამ შემოდგომაზე, რომლის შედეგადაც ჩვენს ქვეყანას აღარ ეყოლებიან ე.წ. სახელმწიფო აღმასრულებლები. შეიქმნება აღმასრულებელთა პალატა, დაახლოებით, იმავე მოდელზე, როგორც არსებობს ნოტარიატში. „ჩვენ შევქმნით საქართველოში, რაც აქამდე არ არსებულა, ფიზიკური პირების გადახდისუუნარობის სისტემას. ეს არ იქნება ამავე პაკეტის ნაწილი, მაგრამ მოგვიანებით იქნება თქვენ წინაშე წარმოდგენილი. აქვე მინდოდა, უკვე დღეიდანვე გცოდნოდათ, მთავრობის პროგრამაშიც არის და საკმაოდ დიდი სიახლეა. მიწის რეგისტრაციის რეფორმა უნდა გაგრძელდეს, რადგან ის წარმატებული რეფორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, კიდევ აჩვენებს ხარვეზებს მიწის რეგისტრაციის ნაწილში. ჩვენ ვიმსჯელეთ მთავრობის შიგნით და გვაქვს კანონის პროექტი, რომელიც დარჩენილ ხარვეზებსაც აღმოფხვრის. „მეწარმეთა შესახებ კანონი", თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ძალიან მოძველდა. ახალი კანონის პროექტის გარშემო საჯარო კონსულტაციები გაიხსნება შემოდგომაზე და იმედი მაქვს, რომ ამ კონსულტაციების შედეგად წლის ბოლოს თქვენ წინაშე ეს რეფორმაც იქნება წარმოდგენილი. ასევე, გაერთიანდება ის ორი კანონი, რომლებიც საქართველოში უცხოური ინვესტიციების შესახებ არსებობს, რადგან ერთიც ხარვეზიანია და მეორეც − შემუშავდება ერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს უცხოური ინვესტიციებისთვის საქართველოში. აღსრულების კოდექსზე მუშაობა დასრულდა, ასევე, საჯარო კონსულტაციებიც და თქვენ წინაშე წარმოდგენილი იქნება რეფორმა უკვე ამ შემოდგომაზე, რომლის შედეგადაც ჩვენს ქვეყანას აღარ ეყოლებიან ე.წ. სახელმწიფო აღმასრულებლები. შეიქმნება აღმასრულებელთა პალატა, დაახლოებით, იმავე მოდელზე, როგორც არსებობს ნოტარიატში“, - აღნიშნა წულუკიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)